ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში მსხვერპლია


აფეთქება ხიბერის პროვინციის ქალაქ ჯამრუდში სამთავრობო შენობებთან ახლოს მდებარე ბაზარში მოხდა

ჩრდილოეთ პაკისტანის ოფციალური პირების განცხადებით, ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა 16 და დაშავდა 40 ადამიანი.

პოლიციის განცხადებით, აფეთქება ხიბერის პროვინციის ქალაქ ჯამრუდში სამთავრობო შენობებთან ახლოს მდებარე ბაზარში მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ჯგუფს აუღია საკუთარ თავზე.

ხიბერს რამდენიმე ისლამისტური ჯგუფი აფარებს თავს, მათ შორის პაკისტანის თალიბანი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია პაკისტანის მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მოსახლეობის წინააღმდეგ უკიდურეს ძალადობას იყენებს.
XS
SM
MD
LG