პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით, სკოლის მოსწავლე გოგონაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი თალიბი 2009 წელს უკვე დაკავებული იყო სამართალდამცავების მიერ, თუმცა, ის მალევე გაათავისუფლეს.
თავდამსხმელში პოლიციამ ვინმე ატაულა ამოიცნო, რომელიც პაკისტანელი სამხედროების მიერ სვატის ველზე მიმდინარე ბრძოლების დროს აიყვენეს. დაკავებულს, პაკისტანის თალიბანთან თანამშრომლობაში ედებოდა ბრალი.
პოლიციის განცხადებით, ატაულა ამჟამად მალვაშია - სავარაუდოდ, ავღანეთში. თუმცა, სამართალდამცავებმა მისი ოჯახის რამდენიმე წევრი დააპატიმრეს.