ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია განცხადებას აქვეყნებს მთიანი-ყარაბაღის მოვლენების ირგვლივ დღეს, პარიზში გამართული შეხვედრის შესახებ. კონფლიქტური რეგიონი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა--ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის, საფრანგეთის წარმომადგენლებმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომრის პირადი წარმომადგენელიც.
განხილული იყო ბოლო კვირებში მთიან-ყარაბაღში მომხდარი მოვლენები, ისევე როგორც სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაოები ჰუმანიტარული საქმიანობის განვითარების, ცეცხლის-შეწყვეტის შეთანხმების დარღვევების გამოძიების და ისტორიულ-კულტურული ნაგებობების გადარჩენის შესახებ.