ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრების დასკვნითი ფაზა უშედეგოდ დასრულდა. დანიელსონი ბრიუსელში მიფრინავს.
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მან განაცხადა, რომ საბოლოოდ, პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ქართული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეებს ეკისრებათ.
"გარკვეული ასპექტით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრესი განხორციელდა პრეზიდენტ მიშელის 6-პუნქტიან გეგმაში, ეს მისასალმებელი და შეუცვლელი გზაა კრიზისიდან გამოსასვლელად. რაც შეეხება სხვა საკითხებს, აქ ნაკლები პროგრესი იყო. მე ხვალ ბრიუსელში დავბრუნდები და ანგარიშს წარვადგენ პრეზიდენტ მიშელთან. საბოლოოდ, პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ქართულ პოლიტიკურ აქტორებს ენიჭებათ, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის", - აღნიშნა დანიელსონმა.
მედიატორის თქმით, პოლიტიკური კრიზისის დასრულება იქნებოდა იმის მანიშნებელი საქართველოს ლიდერებისთვის, რომ მათ შეძლებოდათ ფოკუსირება, კონცენტრაცია და ყურადღების გამახვილება კორონავირუსის პანდემიასა და მთელ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე. გარდა ამისა, როგორც დანიელსონმა განაცხადა, კრიზისის დასრულება აღნიშნავდა წინსვლას ევროკავშირის დღის წესრიგით და საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების დაცვას რეგიონში.
Facebook Forum