ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში ომიკრონის შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა


ლონდონი იუწყება, რომ ბრიტანეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კოვიდ-19 დაუდგინდა 5 მილიონ ბრიტანელს. ეს ნიშნავს, რომ კოვიდი ყოველ მე-13 მოქალაქეს ჰქონდა.

ინფექციის ზრდის შესახებ ინფორმაცია იმავე დღეს გავრცელდა, როდესაც ბრიტანეთმა შეწყვიტა მოსახლეობისთვის უფასო სწრაფი ტესტების გაცემა. ეს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის „კოვიდთან თანაცხოვრების“ გეგმის ნაწილი იყო.

ჯონსონის გეგმის მიხედვით, მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვისაც სიმპტომები არ აქვს და განსაკუთრებული რისკის ქვეშ არაა, ტესტები თავად უნდა შეიძინოს.

-ის შემთხვევების ასეთ სწრაფ ზრდას, სფეროს ექსპერტები ომიკრონის ვარიანტ BA.2-ს უკავშირებენ. ის გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მისი წინამორბედი ვარიანტები და სწორედ მას უკავშირდება ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის შემთხვევების ზრდაც. თუმცა, ჯანდაცვის სექტორში ამბობენ, რომ აპრილის ბოლოს და მაისში, შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება.

"ნებისმიერი ინფექცია, რომელიც სწრაფად ვრცელდება და პიკში სწრაფად ადის, ასევე სწრაფად იკლებს",- თქვა პილ ჰანტერმა, "აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის" მედიცინის პროფესორმა.

სააგენტო "ასოშიეთიდ პრესთან" საუბრის დროს "ოქსფორდის" ბიოლოგიის პროფესორმა თქვა, რომ მისი აზრით, ამ ზაფხულს მოქალაქეების უმეტესობას სწორედ ომიკრონი დაემართება.

ჯონს ჰოპკინსის კორონავირუსის ცენტრის მიერ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის 491 მილიონამდე შემთხვევაა დაფიქსირებული. კოვიდის გართულებებით გარდაიცვალა 6 მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო ვაქცინის თითქმის 11 მილიარდი დოზაა ადმინისტრირებული.

XS
SM
MD
LG