ხუთშაბათს, ოკლაჰომის შტატის კონგრესმა ხმა მისცა კანონპროექტს აბორტის, ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის თაობაზე. მას შემდეგ, რაც ტეხასის შტატის მსგავს კანონპროექტს რესპუბლიკელი გუბერნატორი კევინ სტიტი მოაწერს ხელს, ის ამერიკის შტატებს შორის ყველაზე მკაცრი კანონი იქნება.
3 კანონპროექტიდან, რომელიც ახლა გუბერნატორის მაგიდაზე დევს, ერთ-ერთი კრძალავს ნებისმიერ აბორტს გამონაკლისის გარეშე, როგორც კი დედის ორგანიზმში ნაყოფის გულისცემის მოსმენაა შესაძლებელი. მეორე კანონპროექტი კრძალავს ყველა აბორტს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაყოფი ორსული ქალის სიცოცხლეს ემუქრება. ის ასევე დაშვებული იქნება მაშინ, თუ ორსულობა არის პოლიციაში რეგისტრირებული გაუპატიურების, ან ინცესტის შედეგი. 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება აბორტის როგორც ობიექტს, ისე მის განმახორციელებელ ექიმს.
აბორტის უფლებების შეზღუდვის კამპანია უმეტესად რესპუბლიკელი გუბერნატორების მიერ მართულ შტატებში მიმდინარეობს. აბორტის ლეგალიზება ფედერალურ დონეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 50 წლის წინ მოხდა.
Facebook Forum