შიდა ქართლში დღეს „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართა. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ აქციას გორში ყველა დიდი ინტერესით ელოდა, რადგან საზოგადოებაში ფიზიკური დაპირისპირების რისკების შესახებ კეთდებოდა განცხადებები. ამგვარი მოლოდინის გაღვიძებას შიდა ქართლში კოალიცია“ ქართული ოცნების“ შეხვედრების დროს მომხდარმა დაპირისპირებებმაც შეუწყო ხელი. დღევანდელმა შეხვედრებმა დაპირისპირებებისა და გართულებების გარეშე, მშვიდობიანად ჩაიარა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ივანიშვილს გორის ცენტრალურ მოედანზე შეკრების გამართვის ნებართვა არ მისცა და სამაგიერო ადგილი ცხინვალის გზატკეცილზე, დევნილთა ჩასახლებებთან ახლოს შესთავაზა, რაზეც კოალიციამ უარი თქვა. საბოლოოდ შეხვედრის ადგილად კომბინატის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა. ივანიშვილმა გორში, დაახლოებით ორმოცი წუთის მანძილზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ პლაგიატიზმს ეწევა და ახმოვანებს სწორედ იმ მესიჯებს, რასაც „ქართული ოცნება“. ივანიშვილი გამოსვლაში თავდაპირველად ომსა და მის შემდგომ პერიოდს შეეხო, ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც დღემდე საზოგადოებისთვის აქტუალურია. „ჩვენ აღვადგენთ ერგნეთის ბაზრობას და ქართულ პროდუქციას დავაბრუნებთ რუსეთის ბაზარზე, ამასთანავე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ერგულნი ვართ ევრო-ატლანტიკური სივრცისადმი“, – ასეთი იყო მისი მესიჯი.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიცია დღეს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდის და მოუწოდა პოლიციელებს არ მიიღონ მონაწილეობა უსამართლო ბრძანებების შესრულებაში. „ხალხი დღეს სამარცხვინო სახელს, ზონდერებს უწოდებს დამსჯელ რაზმებს, რომლებსაც პარლამენტის წევრი ხელმძღვანელობს. მოდით, პირობა დავდოთ დღეს ყველამ, რომ აღარასოდეს დავუპირისპირდებით ერთმანეთს ძალისმიერი გზით. ჩვენ არჩევნებით, მშვიდობიანად შევცვლით ხელისუფლებას. რასაც სააკაშვილი დღეს ჩემს წინააღმდეგ ახორციელებს, ეს ყაჩაღობაა. მან „ბურჯსა“ და „ელიტა ბურჯს“ მოუსპო ქველმოქმედების განხორციელების საშუალება, თუმცა ამგვარი მეთოდებით, ჩემს კაპიტალს ვერაფერს დააკლებს. ჩემი ყველაზე დიდი კაპიტალი თქვენი ნდობაა",– განაცხადა ივანიშვილმა.
შიდა ქართლი ქართული ოცნებისთვის ყველაზე რთული რეგიონი აღმოჩნდა. ხელჩართული ჩხუბით დასრულდა თითქმის ყველა შეხვედრა მოსახლეობასათან, რომელსაც კოალიციის წევრები და მისი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი მართავდა. უკანასკნელი ინციდენტი 12 ივლისს, კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში დაფიქსირდა, სადაც ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და მოსახლეობის შეხვედრის დროს ქვების სროლისას 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც. მომხდარი ფაქტის მოკვლევა პოლიციამ დაიწყო. ამ დროისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა ექვს ადამიანს აქვს შეფარდებული. მათგან ორი საჯარო მოხელეა, ოთხი კი ქართული ოცნების წევრი. კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში მომხდარი ინციდენტი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზეც განიხილეს, რომელიც გუშინ გაიმართა. კომისიის ხელმძღვანელმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მომავალში ყველა პოლიტიკურ ძალას ექნება ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა, რაც ინციდენტების ალბათობას მინიმუმამდე დაიყვანს, რის უზრუნველყოფის მიზნითაც პოლიტიკურმა პარტიებმა წინასწარ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია უწყებათაშორის კომისიას დაგეგმილი შეხვერების დროსა და ადგილის თაობაზე. თუ აქამდე პოლიცია, თავად პარტიების წარმომადგენლების მოთხოვნით, ნაკლებად ჩნდებოდა შეხვედრებზე, ახლა მათ მიეცათ მითითება დაესწრონ შეკრებებს და დროულად აღკვეთონ ინციდენტები.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პავლე კუბლაშვილმა უწყებათაშორისი კომისიის შეკრების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „კარალეთში მოხდა ბატონი კახი კალაძისა და მისი ზონდერ–ჯგუფების მიერ მოწყობილი ინციდენტი“. ინციდენტების პრევენციისთვის მმართველი გუნდი შემდეგი ინიციატივით გამოდის: ყველა პოლიტიკურ პარტიას მიმართავს, ხელი მოაწერონ დეკლარაციას, რომელშიც გაწერილი ქცევის წესებიც საერთო და სავალდუბულო შესასრულებელი იქნება პარტიებისთვის. ეს ითვალისწინებს უარის თქმას ძალადობასა და მოსყიდვაზე. ოთხპუნქტიანი დოკუმენტი არჩევნების შედეგების აღიარებასაც ითვალისწინებს, თუ მას ლეგიტიმურად აღიარებენ.
ბიძინა ივანიშვილმა გორში აქციაზე დეპუტატობის კანდიდატებიც დასახელა: სოსო ვახტანგაშვილი – გორში, ვალერი გელაშვილი–ხაშურში, დავით ონოფრიშვილი – კასპში, ლერი ხაბელოვი კი – ქარელში. შეხვედრა ბერა ივანიშვილის სიმღერით დასრულდა.