ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს, ევროპელ ლიდერებთან ერთად, ტრანს-ატლანტიკური პარტნიორების წინაშე არსებულ უსაფრთხოების და ეკონომიკურ გამოწვევებს განიხილავს.
დღევანდელი სესია გერმანიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის ლიდერებთან გაიამრთება. გუშინ ობამა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ცალკე შეხვდა.
ეს პრეზიდენტ ობამას, სავარაუდოდ, ბოლო ვიზიტია ევროპაში. ვიდრე არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ობამა ცდილობს ევროპელები დაარწმუნოს იმაში, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც გააგრძელებს მოკავშირეებთან ჩართულობას.
ობამამ ტრამპს მოუწოდა რუსეთთან მკაცრი პოზიცია შეინარჩუნოს და იმედი გამოთქვა, რომ არჩეულ პრეზიდენტს ისეთივე კონსტრუქციული მიდგომა ექნება მოსკოვთან, როგორიც მის ადმინისტრაციას ჰქონდა.
პოპულარული
1