ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა: აშშ სირიაზე კონგრესის თანხმობით მიიტანს იერიშს


ბარაკ ობამა, 31 აგვისტო, 2013.
ბარაკ ობამა, 31 აგვისტო, 2013.
რამდენიმე წუთის წინ ამერიკის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ამერიკა ზომებს მიიღებს ბაშარ ალ-ასადის მიერ ჩადენილი მოქმედების წინააღმდეგ, თუმცა ამერიკა სირიაში საჯარისო შენაერთებს არ ჩააყენებს. პრეზიდენტი კონგრესის გადაწყვეტილებას დაელოდება, თუმცა ამბობს, რომ როგორც პრეზიდენტს და მთავარსარდალს სამხედრო კამპანიის დაწყების უფლება აქვს.
ობამამ განაცხადა, რომ მიღებული აქვს გადაწყვეტილება სამხედრო დარტყმის შესახებ ოფიციალური დამასკოს წინააღმდეგ თუმცა ხვალ, თუ ერთ თვეში-ამას ხალხის ნებით არჩეული კონგრესის კენჭისყრა განსაზღვრავს. ობამამ დასძინა, რომ ასადის ქმედებები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს და ამერიკა მომხდარზე რეაქციას გააკეთებს.

კონგრესი შვებულებიდან 15 სექტემბერს გამოდის.

აშშ პრეზიდენტი ეთანხმება აზრს, რომ ამერიკამ, როგორც ყველაზე დიდმა კონსტიტუციური დემოკრატიის სახელმწიფომ, მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა იმსჯელოს.

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა თეთრ სახლში კონგრესის ლიდერებთან შეხვედრა დაასრულა.

ობამა ამბობს, რომ ამერიკელი სამხედროები მხად არიან სირიაზე იერიში ნებისმიერ მომენტში მიიტანონ, მაგრამ პრეზიდენტი კონგრესის თანხმობას დაელოდება.
XS
SM
MD
LG