ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატი დაასახელა


შეერთებული შტატების პრეზიდეტმა ბარაკ ობამამ უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ პოზიციაზე, რომელიც მოსამართლე ენტონინ სკალიას გარდაცვალების შემდეგ გათავისუფლდა, მოსამართლე მერიკ გარლანდი დაასახელა.

ობამამ განაცხადა, “ჩემი საკონსტიტუციო მოვალეობაა მოსამართლის ნომინაციის დასახელება, რაც ჩემი - და ნებისმიერი პრეზიდენტის - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.”

მისივე თქმით, გარლანდი უკიდურესად კვალიფიცირებულია იმისთვის, რომ ქვეყნის უმაღლეს სასამართლოში იმსახუროს. პრეზიდენტის განცხადებით, მან ისეთი მოსამართლე შეარჩია, რომელიც დამოუკიდებლად აზროვნებს, უნაკლო კვალიფიკაცია აქვს და უმაღლეს დონეზე იცის სამართალი.

63 წლის გარლანდი ვაშინგტონის საოლქო სასამართლოს უფროსი მოსამართლეა.

XS
SM
MD
LG