კრემლის წარმომადგენლის დმიტრი პესკოვის ინფორმაციით, ორშაბათს ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის დროსაა დაგეგმილი. კრემლის ცნობით, პუტინი ორშაბათს ობამასთან შეხვედრამდე იაპონიის პრემიერ მინისტრ შინზო აბეს შეხვდება. ამავე დღეს, პუტინი, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომას თითქმის 10 წელია არ დასწრებია, მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს.
ობამა და პუტინი ბოლოს ერთმანეთს შარშან ნოემბერში, პეკინში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური სამიტის დროს შეხვდნენ.
თეთრი სახლის ანონიმური წარმომადგენლის განცხადებით, გაეროში ობამასთან შეხვედრა პუტინმა მოითხოვა. მისივე ინფორმაციით, ობამა რუს კოლეგასთან სირიაში არსებულ სიტუაციასა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე ისაუბრებს.