ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა ისლამურ სახელმწიფოსთან აქტიურ ბრძოლაზე საუბრობს


ანტალია, თურქეთი-

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა პირობას დებს, რომ მისი ქვეყანა საფრანგეთს დაეხმარება ტერაქტებს ორგანიზატორთა გამოსავლენად. ამერიკელმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ძალისხმევას "გააორმაგებს" ისლამური სახელმწიფოს გასანადგურებლად.

აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება კვირას, დიდი ოცეულის სამიტის დაწყების წინ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ბარაკ ობამას თქმით, ამერიკა, კოალიციის წევრებთან ერთად" გააორგამგებს ძალისხმევას სირიაში მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდის უზრუნველსაყოფად და ისლამური სახელმწიფოს [არაბულად "დაეში"] გასანადგურებლად, ძალისა, რომელმაც ამდენი ტკივილი და ტანჯვა მიაყენა პარიზში, ანკარასა და პლანეტის სხვა ადგილებში განორციელებული ქმედებით."

XS
SM
MD
LG