ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ირანს ბირთვული ბომბის შესაქმნელად წელიწადზე მეტი დასჭირდება, თუმცა შეერთებული შტატები არ აპირებს საბოლოო ვადას დაელოდოს.
ობამამ ეს განცხადება ისრაელის ტელეარხთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, მიზნის მისაღწევად ყველა სავარაუდო ვარიანტი არის გათვალისწინებული და იმ შემთხვევაში თუ დიპლომატიური გზით ვერ მოხერხდა ირანის დარწმუნება შეწყვიტოს ბირთვული ბომბის შემუშავება, შეერთებულ შტატებს გააჩნია შესაძლებლობები საკითხი არადიპლომატიური მეთოდებით გადაჭრას.
ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე ბენ როუდსის განცხადებით, ირანელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ობამა ამ განცხადებას სრული სერიოზულობით აკეთებს.