ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა, იარაღის კონტროლის საკითხებზე სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს ხვდება


პრეზიდენტი ბარაკ ობამა, იარაღის კონტროლის ფედერალური წესების გამკაცრებასთან დაკავშირებული საპრეზიდენტო განკარგულების გამოქვეყნებამდე, დღეს სამართალდამცავი ორგანოების უმაღლეს პირებს ხვდება.

ობამა გენერალურ პროკურორ ლორეტა ლინჩთან, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორ ჯეიმს კომისთან და სხვებთან თეთრ სახლში, იარაღთან დაკავშირებული ძალადობის შეზღუდვის საკითხებზე იმსჯელებს.

საპრეზიდენტო განკარგულებების გამოყენების გზით, პრეზიდენტს კონგრესის მხარდაჭერა არ სჭირდება, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას აქვს, რომელიც იარაღის ფლობის შეზღუდვას გადაჭრით ეწინააღმდეგება, და მოსალოდნელია, რომ ობამას ნებისმიერ ნაბიჯს იურიდიული დაპირისპირება მოჰყვება.

XS
SM
MD
LG