ნოემბერში ამერიკაში კონგრესის შუალედური არჩევნებია.
ამ დღეებში პრეზიდნდტი ობამა დიდ დროს უთმობს საარჩევნო კამპანიას და დემოკრატიული პარტიიდან კონგრესმენობის კანდიდატებისთვის სახსრების შეგროვებას. ამერიკის პირველი პირი ყველაფერს აკეთებს, რათა მის პარტიას დამარცხება ააცილოს თავიდან და ამით სენატსა და წარმომადენელთა პალატაში უმრავლესობის დაკარგვაც გამორიცხოს. ნოემბრის არჩევნები გადამწყვეტია მისი დარჩენილი საპრეზიდნეტო ვადისთვის.
ისტორიულად, პარტია, რომელიც თეთრ სახლს აკონტროლებს, კონგრესის შუალედურ არჩევნებში აგებს. ახლა ამ რისკს ეკონომიკური ჩავარდნებიც ემატება, რამაც გამორიცხული არ არის ამომრჩევლის უარყოფით დამოკიდებულებაზე იმოქმედოს.
სწორედ ამ კონტექსტში, ობამა აქტიურ წინასაარჩვნო კამპანიას შეუდგა და უკვე ცდილობს სხვადასხვა შტატში დემოკრატიული პარტიის კანდიდატებთან ერთად ამომრჩეველს შეხვდეს.
მაგრამ ყველგან, სადაც პრეზიდენტი მიდის, ეკონომიკური მდგომარეობის ირგვლივ მკვეთრი კრიტიკა, და თავსატეხი ელოდება.
ობამა: ნელი ტემპით მაგრამ მაინც ვვითარდებით. ჩვენი ეკონომიკა გამოსწორების გზაზეა შემდგარი. მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ დიდი ტრამვა გადავიტანეთ, ეს პროცესი უფრო ნელა ვითარდება. ამასთან, არავინ უნდა დაიჯეროს ის ამბავი, რომ 8 მილიონიან დაკარგულ სამუშაო ადგილებს ერთბაშად აღვადგენთ.“
ხალხის გაღიზიანება ეკონომიკური ცხოვრების გამო თითქმის ყოველდღიურად ჩანს საზოგადოებრივი გამოკითხვებიდან. ცოტა ხნის წინ ასოშეითედ პრესის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 41 პროცენტი იწონებს ობამას ეკონომიკურ ნაბიჯებს, 61 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ეკონომიკურ მდგომარეობას ბოლო ერთი წელია არც გაუარესება და მითუმეტეს--არც გაუმჯობესება არ ეტყობა.
პიტერ ბრაუნი: ქუინიპიაკის უნივერსიტეტის სოციოლოგი პიტერ ბრაუნი ამბობს, რომ მთავარი პრობლემა ხალხისთვის სწორედ ეკონომიკაა და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი.
იმედგაცრუება ეკონომიკური მდგომრეობითა და სამუშაო ადგილებით კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს რესპუბლიკური პარტიის გამარჯვების შანსებს. რესპუბლიკელებს კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობაში გასვლის შანსი პირველად ეძლევათ 2006 წლის შემდეგ.
წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერი ჯონ ბოინერი, რომელიც პალატის სპიკერი გახდება იმ შემთხვევაში თუ მისი პარტია სულ ცოტა 39 მანდატს მოიპოვებს კონგრესში, აცხადებს, რომ დემოკრატებმა მხოლოდ ამბიციური პირობები დადეს, საქმით კი ბოლო ორი წელია ვერაფერი გააკეთეს. სწორედ ამის გამო, ამერიკელ ხალხს მათ უნარში -ქვეყანა მართონ-ეჭვი ეპარებათ.
შეგახსენებთ, ბარაკ ობამას გამარჯვება 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ამერიკელების უკმაყოფილებამ განაპირობა ეკონომიკური მდგომარეობითა და ჯორჯ ბუშის სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებებით.
ახლა პოლიტიკური მიმომხილველები ამბობენ, რომ მომავალი არჩევნები ობამას პრეზიდენტობის ტესტი იქნება.
ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი ლარი საბატო ეთანხმება მოსაზრებას, რომ არჩევნების წამყვანი თემა ეკონომიკა იქნება. საბატო დასძენს, რომ დემოკრატიული პარტიის წევრების მხრიდან რესპუბლიკელების დადანაშაულებას მოელის თუმცა ეს დიდად ვერ იმოქმედებს სკეპტიკურ ამომრჩეველზე.
და ბოლოს, ანალიტიკოსები წინასწარმეტყველებენ, რომ თუ რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესის ერთი ან ორივე პალატა ჩაიგდო ხელში, პრეზიდენტის უნარი -დემოკრატიული პლატფორმითა და პრიორიტეტებით მართოს ქვეყანა--ძალიან შეიზღუდება მომდევნო ორი წლის განმავლობაში. შუალედურ არჩევნებში დემოკრატების დამარცხება კი პრეზიდენტის მისი მეორე ვადით არჩევას გაართულებს.