ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამამ კონგრესს მოუწოდებს


ობამამ კონგრესს მოუწოდა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები არ დააწესოს

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესს მოუწოდა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები არ დააწესოს მაშინ, როცა მსოფლიოს წაყვანი სახელმწიფოები თეირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ სადავო ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

ობამას თქმით, დამატებითი სანქციების დაწესებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას შესაძლო შეთანხმებას. გარდა ამისა, ახალი სანქციები საჭირო არ არის:

„მნიშვნელოვანია, რომ უცვლელი დავტოვოთ ძირითადი სანქციები, რომლებიც ირანის ეკონომიკას ყველაზე მეტად ვნებს, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც ნავთობისა და საბანკო და საფინანსო სექტორის წინააღმდეგაა მიმართული.“

ობამამ ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ შეხედულებას არ იცვლის სავარაუდო შეთანხმების მიუხედავად.
XS
SM
MD
LG