ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა კოლორადოში ჩადის


ობამა ხანძრისგან დაზარალებულ მოსახლეობას მოინახულებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, პარასკევს, კოლორადოს შტატში ჩავა, სადაც ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარ საცხოვრებელს სახლებს მოინახულებს.

კოლორადოს სიდიდით მეორე ქალაქში - კოლორადო სპრინგში სამშაბათს, ხანძრის გამო 35 ათასი ადამიანი იქნა ევაკუირებული. საცხოვრებელი ბინები დატოვეს საავიაციო ძალების აკადემიის სტუდენტმაც. თუმცა, ობიექტი დღეს 1000-მდე ახალ კადეტს ისევ მიიღებს.

სულ კოლორადო სპრინგში შვიდი ათას ოთხასი ჰექტარი მიწა გადაიწვა, თუმცა კონკრეტული რიცხვი დაზარალებული სახლებისა, ჯერჯერობით, უცნობია. გაზეთმა "დენვერ პოსტმა" დაბეჭდა ფოტოები, რომლებზეც გარკვევით ჩანს, თუ როგორ არის ცეცხლის ალში გახვეული ტერიტორია, სადაც სამასამდე საცხოვრებელი სახლია განლაგებული.

თავდაპირველად, ხანძარი პაიკის ეროვნულ პარკში რამდენიმედღიანმა ცხელმა ამინდმა გამოიწვია, სადაც ტემპარატურამ შუადღისას ორმოც გრადუსს მიაღწია.
XS
SM
MD
LG