ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლუზ კონცერტი თეთრ სახლში


ბლუზ კონცერტი თეთრ სახლში
ბლუზ კონცერტი თეთრ სახლში

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წლის დასაწყისში ბევრი გააოცა, როდესაც ნიუ იორკში საარჩევნო კამპანიის დროს რიტმ ენდ ბლუზის ორი სიმღერა შეასრულა. პრეზიდენტს კიდევ ერთი შანსი მიეცა, რათა თავისი მუსიკალური შესაძლებლობები გამოემჟღავნებინა. სამშაბას თეთრ სახლში მსოფლიოს საუკეთესო ბლუზ მუსიკოსთა კონცერტი გაიმართა.

„ მე მოვისმინე თქვენი ნამღერი ალ გრინთან, ამიტომ როდესაც რამეს იწყებ, აუცილებლად უნდა გააგრძელო „ ასე მიმართა საღამოზე ბადი გაიმ პრეზიდენტს. მან ობამას მიკორფონთან მისვლა და ქალაქ ჩიკაგოსადმი მიძღვნილი კლასიკური ბლუზის სიმღერის შესრულება სთხოვა. ამერიკელმა ლიდერმა დასძლია სიმორცხვე და ბლუზ ლეგენდასთან ბიბი კინგთან დუეტში შეასრულა ცნობილი სიმღერა.

ექსპრომტად შესრულებულმა ამ დუეტმა საღამო გაახალისა, საღამოს კი თეთრ სახლში პრეზიდენტი და პირველი ლედი მასპინძლობდნენ.

„ ჩვენ ამ თვეში შავკანიანთა ისტორიის თვეს ავღნიშნავთ. ბლუზი კი გვაგონებს იმ რთულ გზას რაც ჩვენ გამოვიარეთ. მე ვამაყობ იმ შემსრულებლებით, რომლებიც დღევანდელ წვეულებას ესწრებიან. ვამაყობ, არამარტო როგორც ამ ჟანრის თაყვანისმეცემელი , არამედ როგორც პრეზიდენტიც.“

სცენაზე მონაცვლეობით გამოდიოდნენ ვეტერანი მომღელები, ისეთები როგორებიც არიან ბადი გაი და ბიბი კინგი, ახლბედა შემსრულებლები ტრომბონ შორთი და შემეკია კოპლანდი. საღამოს კულმინაციას წარმოადგენდა მეგავარსკვლავის, როკ ჯგუფის „ როლინგ სტოუნსის“ სოლისტი მიკ ჯაგერი, რომელიც თავისი მუსიკალური კარიერის დასაწყისს ბლუზის გავლენას უკავშირებს.

კონცერტის ტრანსლირება მომავალ კვირას საზოგადოებრივი ტელევიზიების საშუალებით მოხდება მუსიკალური სერიის ფარგლებში „ კონცერტები თეთრ სახლში“.

XS
SM
MD
LG