საიმიგრაციო რეფორმის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. თავისამის შესახებ ბარაკ ობამამ თავის ტრადიციულ შაბათის მიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, საიმიგრაციო კანონპროექტისგან ვერავინ მიიღებს იმას რაც სურთ. თუმცა, პრეზიდენტის განცხადებით, კანონპროექტის დამტკიცება გააძლიერებს საზღვრის უსაფრთხოებას, გაზრდის ჯარიმებს და სხვას სახის სასჯელებს ტრეფიკერების წინააღმდეგ და ნიადაგს მოუმზადებს იმიგრანტებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას. კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ იმიგრანტების მიერ გადასახადების გადახდის შემდეგ, მათ რამდენიმე წელში ამერიკის მოქალაქეობის მოთხოვნა შეეძლებათ.