ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეფორმის მოლოდინში


არალეგალი იმიგრანტები ხელისუფლების ნაბიჯებს ელიან

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

შეერთებულ შტატებში 11 მილიონი არალეგალი იმიგრანტია. მათ იმედი აქვთ საზღვრის გადაკვეთის უფლება მალე ექნებათ. კლაუდია ჰერნანდესი ბევრი იმიგრანტის მასგავსად, ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც ამერიკაში ჩამოვიდა. ის ამბობს, რომ უკვე ამერიკას ეკუთვნის:

„ნახევარ ცხოვრებაზე მეტი აქ ვარ. მე პატივს ვცემ შეერთებულ შტატებს. ეს ჩემი ქვეყანაა.

პრეზიდენტმა ობამამ თავის მეორე ვადა იმიგრანტების პრობლემაზე ზრუნვით დაიწყო:

„დადგა დრო შთამბეჭდაივი სიამიგრაციო რეფორმის განსახორციელებლად.“

კონგრესში ამ საკითხზე მოსმენები უკვე დაიწყო. ამავდროულად, სენატორთა ორპარტიული ჯგუფი ჯონ მაკეინის ჩათვლით, საიმიგრაციო რეფორმის მხარდაჭერას ცდილობს:

„ჩვენ კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რათა ადამიანებს, რომლებიც ჩვენს მინდვრებს ამუშავებენ, პროდუქტებს ამზადებენ, სახლებს ასუფთავებენ და ჩვენს შვილებსაც უვლიან, მივცეთ სარგებელი და ამით ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დიადი გავხადოთ“

ორპარტიული გეგმა არალეგალი იმიგრანტებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის გაადვილებასთან ერთად, საზღვარზე კონტროლის გამყარებასაც ითვალისწინებს. ჯიმ გილქრისტი მინუტემანის პროექტის დამფუძნებელია. ეს არის სამოქალაქო ჯგუფი რომელიც საზღვის დაცვაში მონაწილეობს:
„თუკი, ვაპირებთ, რომ 15-დან 30 მილიონამდე ადამიანს ამნისტია მივანიჭოთ, ვინც ამჟამად არალეგალურად იმყოფება, ამით ამნისტიას მივანიჭებთ 300 მილიონ ადამიანს, რომლებიც მათ მომავალ რამდენიმე ათწლეულში მიბაძავენ.“
კანონმდებლების ნაწილი ამბობს, რომ უსაფრთხო საზღვრის შესახებ წინადადები ჯერ არ ხორციელდება, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები საიმიგრაციო საკითხებზე გაცილებით მეტს ხარჯავს ვიდრე სხვა ფედერალურ სამართალდაცვით ღონისძიებებზე. ამავდროულად პრეზიდენტზე და კონგრესზე ზეწოლა გრძელდება. ჯენეთ მურგუია ამერიკაში ყველაზე მხსვილ ესპანურენოვან სამოქალაქო უფლებების დაცვის ცენტრს ხელმძღვანელობს:
„ესპანურენოვანი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე ეკონომიკის გაუმჯობესების და საიმიგრაციო რეფორმის იმედით მივიდა“.
არალეგალ იმიგრანტებს იმედი აქვთ რომ საიმიგრაციო რეფორმა მალე განხორციელდება. ყოველ შემთხვევაში მათი მოლოდინი რეალობასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა.
XS
SM
MD
LG