ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაღუპული ბავშვის დედამ კონგრესს მიმართა


„მოგვეხმარეთ, რამე ვიღონოთ, ვიდრე ჩვენი ტრაგედია, თქვენს ტრაგედიად გადაიქცევა“

კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუთაუნის სკოლაში მასობრივი მკვლელობის დროს დაღუპული ერთერთი ბავშვის დედა ამერიკელებს თხოვნით მიმართავს ზეწოლა მოახდინონ კონგრესზე რათა კანონმდებლებმა იარაღის კონტროლის კანონი მიიღონ. ფრენსინ ვილერმა ეს მიმართვა დღეს რადიოთი და ინტერნეტით პრეზიდენტ ობამას ყოველკვირეული მიმართვის მაგივრად გადაიცა. „მოგვეხმარეთ რომ რამე ვიღონოთ, ვიდრე ჩვენი ტრაგედია, თქვენს ტრაგედიად გადაიქცევა,“ - განაცხადა ფრენსინ ვილერმა. მის მიმართვამდე ორი დღით ადრე შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა დებატების დაწყებას იარაღის კონტროლის კანონპროექტზე, რომელიც რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უთანხმოების კიდევ ერთი სფეროა.
XS
SM
MD
LG