შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესს ბიუჯეტის მიღებისკენ მოუწოდა, რომელსაც ის საკანონმდებლო როგანოში მომავალ კვირას გადააგზავნის. შაბათის მიმართვაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება და საშუალო ფენის გაძლიერებაა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბიუჯეტში შეტანილია იდეები, რომელიც ორივე პარტიისთვის მისაღებია. ამასთან, პრეზიდენტმა წუხილი გამოთქვა ბიუჯეტში განხორციელებული სეკვესტრის გამო, რაც მთელი ქვეყნაში სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს.
მომავალ კვირას პრეზიდენტი კანონმდებლებს ბიუჯეტს გადაუგზავნის