მუსლიმთა უბანში პარასკევი ყველაზე წმიდა დღედ ითვლება. ასეთივე იყო გასული კვირის ბოლოც ნიუ იორკის ქვინსის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ უბანში, რომელსაც ოფიციალურად ასტორია ქვია, მაგრამ სამეზობლოში უფრო „პატარა ეგვიპტედ“ იცნობენ. იქ ათასობით ეგვიპტელი ოჯახი სახლობს, რომელიც პარასკევობით, როგორც წესი, ისვენებს ხოლმე. ადგილობრივ მეჩეთთან, როგორც ყოველთვის, ხალხმრავლობაა. უმეტესობა ტრადიციული რიტუალის სმენით არის დაკავებული.
იქ შეკრებილი ეგვიპტელები შეშფოთებული არიან სამშობლოში შექმნილი სიტუაციით და დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ გადაცემულ ახალ ამბებს გულისყურით ადევნებენ თვალს. რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის შედეგად, რომელსაც ამერიკელი ეგვიპტელები „არაჰუმანურ აქტად“, „დიდ უბედურებად“ აფასებენ.
„ჯერ მორსი აირჩიეს, ხომ სწორია? შემდეგ აღარ მოუნდათ. თავის ნებაზე უნდათ ყოფნა. ახლა იბრძვიან. ათასობით ადამიანი კვდება დღეში. „ალ-ჯაზირას“ ვუყურებდი დღეს, მერე „ფეისბუქზე“ შევედი და ქუჩაში დაყრილი მკვდარი ეგვიპტელები ვნახე. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. რა უნდა ვიღონოთ, არ ვიცი. ბავშვებს ხომ მომავალი არ აქვთ. რამდენი დაღუპულია... ცუდია, ძალიან ცუდი ეს ყველაფერი“ - ამბობს მუჰამედი, იემენელი ამერიკელი, რომელიც მეჩეთის გადაღმა მდებარე მაღაზიაში მუშაობს.
მუსლიმთა ტრადიციული ტანსაცმლის მაღაზიაში ახალგაზრდა თურქი ქალი, ემელი ეგვიპტეში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, მუსლიმთა საძმოს და პრეზიდენტ მორსის ხელისუფლებიდან განდევნას დემოკრატიის უკანდახევად აფასებს. „ძალიან სამწუხაროდ მეჩვენება, რომ გაერთიანების ნაცვლად, ხალხს მუდმივად ბრძოლა უწევს. მე მგონია, რომ თუ ხმას აძლევ, შემდეგ არჩეულ ადამიანს უნდა აცალო. მან საპრეზიდენტო ვადა უნდა ამოწუროს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები“ - ამბობს ემელი და დასძენს, რომ ეგვიპტის არმიის მიერ გადადგმული ნაბიჯი მისთვის სრულიად მიუღებელია.
„არა მგონია, ასე დაუდევრად ქუჩაში გასვლა და ხალხის დახოცვა რაიმე მიზნით გამართლებული იყოს. ამით კიდევ უფრო აიძულებ ხალხს ნებისმიერი სახით წინააღმდეგობა გაგიწიოს და ამბოხი მოგიწყოს. ეს მხოლოდ სამოქალაქო ომის დაწყებისკენ წაგიყვანს. არცერთ არმიას არ უნდა ჰქონდეს ხალხის მოკვლის უფლება საკუთარ ქვეყანაში. სწორედ ეს ხდება დღეს ეგვიპტეში. თუმცა, ეს თითქმის ყველა ქვეყანაში ხდება. არმია ძალაუფლებას რომ ხელში ჩაიგდებს, ამით სარგებლობს ხოლმე“ - ასე ფიქრობს თურქი ახალგაზრდა გოგონა.
ქუჩის გაყოლებაზე მდებარე კაფეში მამაკაცები ჩილიმს ეწევიან და თან ნარდს აგორებენ. ტელევიზორში საინფორმაციო გამოშვებაა, რომელიც ეგვიპტის მოვლენებს აშუქებს. ყველას თვალი და ყური იქითაა მიპყრობილი. კაფეს მფლობელი, მუსტაფა ფიქრობს, რომ ეგვიპტის არმია სწორად მოიქცა. ის უარყოფს დასავლური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ არმიამ მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბია და აცხადებს, რომ ძალადობრივი მეთოდი ამ შემთხვევაში საჭირო იყო. მუსტაფას აზრით, მომიტინგეები შეიარაღებული იყვნენ, და ამიტომ სრულიად მიზანშეუწონლად მიაჩნია არმიის გამტყუნება. „მსოფლიოს სავაჭრო ცენტრი ვინ ააფეთქა?“ - კითხულობს ის და ამაშიც ისლამისტ ფანატიკოსებს ამტყუნებს. მუსტაფა კიდევ უფრო კატეგორიულია:
“გულახდილად რომ გითხრათ, მათი ამბავი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მოკლავენ, თუ დაიჭერენ, არ ვიცი რა ჯობია, მაგრამ მათი განადგურება კარგი იქნება და 100-პროცენტიანი დემოკრატია გვექნება“ - ამბობს კაფეს მფლობელი. მის აზრს ბევრი მუსლიმი იზიარებს. კაფეში მჯდომ მამაკაცებს შორის ერთ-ერთი ქრისტიანიცაა, ნეში, რომელიც ამბობს, რომ მუსლიმთა საძმოს ძალაუფლებაში ყოფნამ ეგვიპტეში დიდი ძალადობა და უსამართლობა მოიტანა.
„ისინი ეკლესიებს უტევენ. მე კოპტი ვარ, ქრისტიანი. მუსლიმთა საძმო ჩვენს ეკლესიებს ესხმოდა თავს. სარწმუნოება არაფრად ენაღვლეობდათ. რელიგია მშვიდობას და სიყვარულს ნიშნავს. მათ სიყვარული არ იციან რა არის. რა უნდა ვთქვა ამაზე მეტი? ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ღმერთმა დალოცოს ეგვიპტე და გადაარჩინოს იქაური ხალხი, ჩვენი ოჯახები და ჩვენი მეგობრები. ეგვიპტისთვის ახლა ცუდი დროა, ბნელი დრო“ - ამბობს ნეში.
გაგრძელდება თუ არა ქაოსი? დამშვიდდება თუ არა უკანასკნელი წლების კატაკლიზმებით გადაღლილი ეგვიპტე, ამას გარკვევით დღეს ვარავინ ამბობს. ერთმა 10 წლის ეგვიპტელმა ბიჭმა, რომელსაც ახლობლები ორივე მხარეს ყავს, ასეთი გზავნილი მიაწოდა ნათესავებს: „შეწყვიტეთ ბრძოლა. მორჩით კაცისკვლას. უბრალოდ კარგები იყავით“.