რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რვა აგვისტოს სამხედრო ბაზაზე სარძოლო იარაღის გამოცდისას ინციდენტი მოხდა. მან დაამატა, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ის მომხდარის დეტალებს ვერ გაასაჯაროებდა.
21 აგვისტოს, ფინელ კოლეგასთან, საული ნიინისტოსთან შეხვედრისას, მან განაცხადა, რომ ყველა სამსახური, რომელიც რადიაციის მონიტორს ახორციელებს, მუშაობს და რადიაციის დონე ნორმალურს არ აჭარბებს.
რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონში მომხდარმა ინციდენტმა, რომლის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, გამოიწვია შეშფოთება, რომ აფეთქებას ატმოსფეროს დაბინძურება მოჰყვებოდა. არხანგელსკის რეგიონში მომხდარ აფეთქებას, შეშფოთება ტოქსიკური სარაკეტო საწვავის გაჟონვიდან გამომდინარე. მოჰყვა.
პუტინმა 19 აგვისტოს განაცხადა, რომ არ არსებობდა რადიაციის გავრცელების საფრთხე. თუმცა, ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი ფიქრობენ, რომ რადიაციის საფრთხე მაღალი იყო და ბევრმა მიმომხილველმა აფეთქება ბირთვულ ფრთოსან რაკეტას დაუკავშირა, რომლის შექმნის შესახებ პუტინმა გასულ წელს განაცხადა.
Facebook Forum