ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცნობილ რუს გამომძიებელ ჟურნალისტზე ძებნა გამოაცხადეს


რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ცნობილი რუსი გამომძიებელი ჟურნალისტი, სერგეი რეზნიკი ძებნილად გამოაცხადა. ძებნა ანტიკორუფციული გამოძიების საფუძველზე მიმდინარეობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რეზნიკი ძებნილთა სიაშია გასულ შაბათ-კვირას ჩასვეს. მან რუსეთი, სავარაუდოდ, უკვე დატოვა და საზღვარგარეთ ცხოვრობს.

ზოგიერთი ადგილობრივი მედიასაშუალება, სამართალდამცავ უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ რეზნიკს შესაძლოა „ნაციზმში“ ედებოდეს ბრალი და ეს ბრალი შესაძლოა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებიდან გამომდინარეობდეს.

2013 წელს, სასამართლომ მას ქრთამის აღების და ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლების შეურაცხყოფის ბრალდებით 18 თვიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსჯა. მოგვიანებით მას კიდევ 18 თვით თავისუფლების აღკვეთა ცრუ საჯარო დაგმობისთვის მიესაჯა.

სასჯელის მოხდის შემდეგ რეზნიკმა ჟურნალისტური გამოძიება განაგრძო. ის ამბობს, რომ მის წინააღმდეგ 7 საქმეა აღძრული და თითოეულ მათგანში პროკურორები, მოსამართლეები და პოლიციის თანამშრომლები არიან დაზარალებულები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG