დღეს ნორვეგიელი ტერორისტის, ანდერს ბრეივიკის სასამართლოს ბოლო დღეა. დამნაშავემ ოსლოში სამთავრობო შენობაზე და ახალგაზრდულ ბანაკზე მიტანილ იერიშებში 77 ადამიანის მკვლელობა უკვე აღიარა.
ბრეივიკს ფსიქიატრიული გამოკვლევა ორჯერ ჩაუტარდა. სასამართლომ მისი ფსიქიური მდგომარეობის შესახებ ორი ურთიერთგამომრიცხავი სამედიცინო დასკვნა მოისმინა. ფსიქიატრთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ბრეივიკი ჯანმრთელია და დანაშაული საღი გონებით ჩაიდინა, ნაწილის აზრით კი ის შეურაცხადია.
თავად დამნაშავე მის შეურაცხადად აღიარებას სასამართლო პროცესის „ფალსიფიცირებას“ უწოდებს და თვლის, რომ მსგავსი სამედიცინო დასკვნა მისთვის „სიკვდილზე უარესი“ განაჩენია. ასეთ შემთხვევაში ბრეივიკს 21-წლიანი პატიმრობის ნაცვლად ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსებენ. დამნაშავე აღიარებს, რომ ის ნორვეგიაში მულტიკულტურიზმს და მუსლიმთა შემოსევას შეგნებულად ებრძვის.