ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში გაქცეული ჩრდილოეთ კორეელების ბედი გაურკვეველია


ამერიკელი კანონმდებლები ჩრდილოეთ კორეიდან ჩინეთში გაქცეული პირების დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან. ორშაბათს კონგრესის ჩინეთის საკითხების აღმასრულებელი კომისიის სხდომა შედგა, სადაც განიხილა ათობით ჩრდილოეთ კორეელის ბედი, რომლებმაც ჩინეთში გაქცევა მოახერხეს. ნიუ ჯერსის შტატის რესპუბლიკელი წარმომადგენელი კრის სმიტი, რომელიც ამ კომისიას ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე ჩინეთში 40-მდე ჩრდილოეთ კორეელი დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო. ჩრდილოეთ კორეის ახალმა ლიდერმა კიმ ჯონგ უნმა კი განაცხადა, რომ მამამისის კიმ ჯონგ ილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული100 დღიანი გლოვის პერიოდში ქვეყნიდან გაქცეულები სასტიკად დაისჯებიან. მან სამ თაობას სიკვდილით დასჯა აღუთქვა.

XS
SM
MD
LG