ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ არსებულ პოლიტიკას აგრძელებს


ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის შეკავების შესახებ, შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკაცრი რიტორიკის მიუხედავად, როგორც ჩანს, შეერთებული შტატების პოლიტიკის ვარიანტები ძირითადად იგივეა, რაც პრეზიდენტ ობამას სტრატეგიული მოთმინების სტრატეგია.

ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის თანახმად, შეერთებული შტატები კიმის რეჟიმთან ურთიერთობაზე უარს ამბობდა, სანამ ის საკუთარი ბირთვული პროგრამის შეწყვეტის ვალდებულებას არ აიღებდა.

კიმის მთავრობას, შეერთებული შტატების ინიციატივით შემოღებული სადამსჯელო ზომების მიმართ, რომელშიც გაეროს მკაცრი სანქციებიც შედიოდა, გამომწვევი რეაქცია ჰქონდა, ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ სახელმწიფოდ ღიად გამოაცხადა და ბირთვული გამოცდები და ბალისტიკური რაკეტების გაშვებები დააჩქარა.

XS
SM
MD
LG