გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ღრმა შეშფოთება გამოხატა ჩრდილოეთ კორეის გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ორბიტაზე თანამგზავრის გაშვებას ისახავს მიზნად. დღეს მალაიზიაში მყოფმა გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რაკეტის გაშვება რეგიონალურ უსაფრთხოებას ემუქრება და ძირს უთხრის ბოლოდროინდელ მიღწევებს ფხენიანის ბირთვული პროგრამის დასრულებასთან დაკავშირებით. ფხენიანის თქმით, აპრილში დაგეგმილი თანამგზავრის გაშვება სამეცნიერო მიზნებს ემსახურება.
ამავე თემაზე
პოპულარული
1