ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯო ბაიდენი მინეაპოლისში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება


ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მინეაპოლისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ბაიდენი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ არ არსებობს ძალადობის გამართლება.

„მე მშვიდობისა და სიმშვიდისკენ მოგიწოდებთ. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ დაუნტეს დედას, რომელიც ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს“, თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას. ამერიკის 45-ე პრეზიდენტი განმარტავს, რომ აქციის მონაწილეებმა უნდა შეწყვიტონ ძალადობრივი ქმედებები.

მინეაპოლისში მასშტაბური აქციები და პოლიციასთან შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო რაც 20 წლის შავკანიანი მამაკაცი პოლიციის ქმედებას ემსხვერპლა. 20 წლის დანტე რაითი პოლიციამ გააჩერა, შემდეგ კი მაას ესროლა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. მომხდარის გამო ქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო. მინეაპოლისში ეროვნული გვარდია ჩავიდა და ქალაქში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

ბრუკლინ ცენტრის პოლიციის განცხადებით, სამართალდამცავებმა დანტე რაითის მანქანა შუადღით საგზაო წესების დარღვევის გამო გააჩერეს. მისი ვინაობის გადამოწმების შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ ის ძებნაშია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაიტის დაკავებისას, ის თავის მანქანაში ჩახტა და გაქცევა სცადა. ერთ-ერთმა პოლიციელმა საჭესთან მყოფ კაცს ესროლა, რის შემდეგაც მან კიდევ რამდენიმე ასეული მეტრი გაიარა და სხვა მანქანას დაეჯახა. რაითთან ერთად მანქანაში თეთრკანიანი ქალი იყო, რომელმაც სიცოცხლისთვის არასაშიში დაზიანებები მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG