ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი იარაღის გამოცდის დროს, ირანმა იერიში საკუთარ კატარღაზე მიიტანა, დაიღუპა 19 მეზღვაური 


19 ირანელი მეზღვაური დაიღუპა და 15 დაშავდა ირანში სამხედრო წვრთნის მიმდინარეობისას. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

შემთხვევა კვირას, ომანის ყურეში მაშინ მოხდა, როცა ირანელი სამხედროები ახალ იარაღს ცდიდნენ.

ახალი შეიარაღების ნაწილის გამოცდის დროს, მეზღვაურებმა შემთხვევით სამიზნეში კატარღა ამოიღეს და ცეცხლი გაუხსნეს. ყურეში ირანი უკვე რამდენიმე დღეა სამხედრო სწავლებებს ატარებს.

"გემი მოხვდა სამიზნის ადგილთან ძალიან ახლოს სწორედ ამან გამოიწვია ეს შედეგები" ამბობენ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაში.

მომხდარის შესახებ დამატებითი მონაცემები არ არსებობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG