ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერია მსოფლიოს დახმარებას სთხოვს


პრეზიდენტი ჯონათანი უარს ამბობს იმაზე, რომ ნიგერიაში ძალადობა კორუფციის გამო მატულობს

ნიგერიის პრეზიდენტი გუდლაქ ჯონათანი აცხადებს, რომ ნიგერიაში ბაზირებული ისლამისტთა ტერორისტული ჯგუფი ბოკო ჰარამი არა მარტო მის ქვეყანას, არამედ დასავლეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ აფრიკასაც ემუქრება.

ოთხშაბათს "სი ენ ენ-ისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჯონათანმა მსოფლიოს ლიდერებს ნიგერიასთან ერთად ჯგუფის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ბოკო ჰარამის წევრები ალ ყაიდას მიერ კონტროლირულ ჩრდილოეთ მალიში გადავიდნენ.

პრეზიდენტი ჯონათანი უარს ამბობს იმაზე, რომ ნიგერიაში ძალადობა კორუფციის გამო მატულობს. ის ნიგერიელი ჯარისკაცების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსაც უარყოფს.
XS
SM
MD
LG