ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერიაში ფეხბურთის მატჩს დაპირისპირება მოჰყვა


დაპირისპირებულმა მხარეებმა გადაწვეს მეჩეთები, ეკლესიები და საცხოვრებელი სახლები

აღმოსავლეთ ნიგერიაში ქრისტიანების და მუსლიმების საფეხბურთო მატჩის შემდეგ დაპირისპირებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

ტარაბას შტატში დაპირსიპირება ფეხბურთის ორ გუნდს შორის თამაშის უფლების მოპოვების გამო მოხდა. ჩხუბის დროს ერთი ფეხბურთელი დაიღუპა, რის შემდეგაც ძალადობა შტატის ტერიტორიაზე გავრცელდა. შედეგად დაპირისპირებულმა მხარეებმა გადაწვეს მეჩეთები, ეკლესიები და საცხოვრებელი სახლები.

ვუკარი ნიგერიის ცენტრალური რეგიონია, რომელიც მუსლიმების და ქრისტიანების შტატების გასაყარზე მდებარეობს.
XS
SM
MD
LG