ჩრდილოეთ ნიგერიაში შვიდი უცხოელი მოქალაქის გატაცებაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო ისლამისტურმა დაჯგუფებამ „ანსარუმ.“დღეს გავრცელებულ განცხადებაში, ჯგუფი ამბობს, რომ მათ დაატყვევეს შვიდი ადამიანი.
ისინი ლიბანური სამშენებლო კომპანიის „სეტრაკოს“ თანამშრომლები არიან. სამშენებლო ობიექტზე თავდასხმა ქალაქ ჯამარიში შაბათს განხორციელდა. თავმდამსხმელმა დაცვის თანამშრომლები მოკლეს, ხოლო უცხოელი მოქალაქეები კი დაატყვევეს. პოლიციის ცნობით, გატაცებულთა შორის ოთხი ლიბანელი, ასევე ბრიტანელი, იტალიელი და ბერძენი მოქალაქეა.