ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ ყაიდასთან კავშირში ეჭვმიტანილები გაასამართლეს


ბინ ლადენის მიერ დაარსებული ალ ყაიდას დაჯგუფება ადგილობრივ საზოგადოებაში უფრო მეტად აქტიურია

ნიგერიის სასამართლომ ორი ადამიანი ალ ყაიდას ტერორისტულ დაჯგფებასთან კავშირში, მათი წევრების გაწრთვნასა და იემენში ტრანსოპორტირებაში დაადანაშაულა.

პროკურორებმა დამნაშავეებს ბრალად დასდეს, რომ მათ არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედი ალ ყაიდას დაჯგუფებიდან 6,000 დოლარი იმ მიზნით აიღეს, რომ მათი წევრები გაეწვრთნათ და იემენში გადაეგზავნათ. ისლამისტური დაჯგუფება 2009 წლიდან ფუნქციონირებს და არაბეთსა და იემენში განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა,

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბინ ლადენის მიერ დაარსებული ალ ყაიდას დაჯგუფების განშტოებები ადგილობრივ საზოგადოებაში უფრო მეტად აქტიურია, ხოლო იემენში მოქმედი დაჯგუფება "ალ-ყაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე" საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ არის მოქცეული. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მათ მიერ ბოლო დროს აშშ-სა და დასავლეთში დაგეგმილი ტერორისტული აქტები წარუმატებლად დამთავრდა.

XS
SM
MD
LG