ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს


ქალაქის მუნიციპალიტეტი ცდილობს წყალდიდობის შედეგად დაგროვილი წყლის გვირაბებიდან გამოტუმბვას

დამანგრეველი ქარიშხლის - „სენდის" შემდეგ, ნიუ იორკი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს. მეტროში რამდენიმე ხაზზე აღდგა მატარებლების მოძრაობა. თუმცა, მოძრაობა მაინც შეზღუდულია მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტი ცდილობს წყალდიდობის შედეგად დაგროვილი წყლის გვირაბებიდან გამოტუმბვას.

მეტროს სისტემა სტიქიის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში პარალიზებული იყო მიმოსვლის შეფერხებების გამო. ნიუ იორკელებს სამსახურში მისასვლელად ჯერ კიდევ დიდი მანძილების დაფარვა უწევთ.
XS
SM
MD
LG