ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ახალი სტარტის" პირობების დადასტურების ვადა დღეს იწურება


შეერთებული შტატები იმედს იტოვებს, რომ რუსეთი დაიცავს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების, ეგრეთწოდებული, „ახალი სტარტის“ პირობებს და დღეს, დღის ბოლომდე ვაშინგტონს ამის შესახებ ცნობას გამოუგზავნის.

„შეერთებულმა შტატებმა 2017 წლის აგვისტოსთვის დააკმაყოფილა „ახალი სტარტის“ ყველა მოთხოვნა. ჩვენი შეფასებით, რუსეთმაც გადადგა ნაბიჯები ამ პირობების დასაკმაყოფილებლად. არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსეთის მთავრობა ამ შეზღუდვებს არ დააკმაყოფილებს,“ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ჰედერ ნაუერტმა.

სტარტის ახალ ორმხრივ შეთანხმებას რუსეთის ფედერაციამ და შეერთებულმა შტატებმა 2010 წლის 8 აპრილს მოაწერეს ხელი და ის ძალაში 2011 წლის 5 თებერვალს შევიდა.

შეთანხმების თანახმად, ამერიკამ და რუსეთმა ბირთვული ქობინების რაოდენობა 1550-მდე უნდა შეამცირონ და ამასთან შეზღუდონ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები, ზოგიერთი ბომბდამშენი თვითმფრინავი და წყალქვეშა ნავებიდან გასაშვები ბალისტიკური რაკეტები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG