ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა და თქვა, რომ არ აწუხებს ამერიკის მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან მას შეუძლია იმუშაოს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ან ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან.
რუტემ, ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე იენს სტოლტენბერგი, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩაანაცვლა. 5 ნოემბერს, ამერიკელებმა არჩევანი დემოკრატ კამალა ჰარისსა და რესპუბლიკელ დონალ ტრამპს შორის უნდა გააკეთონ, რომელიც ნატოს აკრიტიკებდა.
ტრამპმა ასევე არ უპასუხა კითხვას, სურს თუ არა უკრაინის მოგება, რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ.
მაგრამ, რუტემ, ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ ის „არ ნერვიულობს“.
„მე ოთხი წელი ვიმუშავე დონალდ ტრამპთან. ის იყო, ვინც გვაიძულებდა მეტი დაგვეხარჯა [თავდაცვაში] და მან ამას მიაღწია - იმიტომ, რომ... ახლა ჩვენ ბევრად უფრო მაღალ დონეზე ვართ, ვიდრე მის მიერ თანამდებობის დაკავების დროს ვიყავით“, - თქვა რუტემ.
რუტემ, ასევე შეაქო ჰარისი და თქვა, რომ მას „ფანტასტიკური ვიცე-პრეზიდენტობის გამოცდილება აქვს“ და „უაღრესად პატივცემული ლიდერია“.
უკრაინის ომთან დაკავშირებით, მან თავი აარიდა პირდაპირ პასუხს კითხვაზე, გაიმარჯვებს თუ არა კიევი. ნატოს წევრები უზრუნველყოფენ უკრაინას იარაღისა და საბრძოლო მასალის აბსოლუტურ უმრავლესობას.
რუტეს თქმით, ბრძოლის ველზე სიტუაცია "რთულია" და რუსეთს წელს "შეზღუდული" მიღწევები აქვს მაღალი საფასურის სანაცვლოდ. რუტეს თქმით, მან ნახა შეფასებები, რომლის მიხედვითაც, ბოლო დროს, ყოველდღიურად 1000 რუსი ჯარისკაცი იღუპება, ან შავდება.
"ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ერი", - თქვა მან.
რუტემ თქვა, რომ მას სამი ძირითადი პრიორიტეტი აქვს: უზრუნველყოს ნატოს თავდაცვის შესაძლებლობები ნებისმიერი საფრთხისგან, უკრაინის მხარდაჭერა და გლობალური პრობლემების გადაჭრა პარტნიორებთან თანამშრომლობით.