ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-ჰემფშირის პრაიმერის შედეგებით, ტრამპი, სანდერსი ლიდერობენ


დემოკრატი სოციალისტი საპრეზიდენტო კანდიდატი ბერნი სანდერსი გუშინ, ნიუ-ჰემფშირის შტატში გამართული პრაიმერის არჩევნების შემდეგ უპირატესობას ფლობს ჰილარი კლინტონთან შედარებით.

საარჩევნო უბნების შედეგების 89 % თანახმად სანდერსმა ხმების 60 % დააგროვა, ჰილარი კოლინტონმა კი 38 %. რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ხმების 35 % მოაგროვა და ყველა სხვა რესპუბლიკელ პრეტენდენტს საგრძნობი განსხვავებით გაუსწრო. აღსანიშნავი იყო ოჰაიოს შტატის გუბერნატორის, საპრეზიდენტო ადგილისთვის მებრძოლი რესპუბლიკელი ჯონ კეისიჩის შედეგები. მას ხმების 16 პროცენტი აქვს.

XS
SM
MD
LG