ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ბრაზილიის პრეზიდენტი, მისი კაბინეტის წევრებს ეუბნება, რომ სურს თავად აირჩიოს ფედერალური პოლიციის უფროსი, რათა მან პრეზიდენტის ოჯახის წევრები დაიცვას გამოძიებისგან.
ვიდეოჩანაწერი სამშაბათს გამომძიებლებმაც ნახეს. ისინი ყოფილი იუსტიციის მინისტრის, სერხიო მოროს მიერ წაყენებულ ბრალდებას იძიებენ. ყოფილი მინისტრის თქმით, პრეზიდენტი ცდილობს, რომ პოლიციის მიმდინარე გამოძიებაში ჩაერიოს.
წყაროები ამბობენ, რომ ვიდეოში, ბოლსონარო, ქვეყნის პრეზიდენტი, თავისი კაბინეტის წევრებს ეუბნება, რომ სურს შეცვალოს პოლიციის უფროსი, რადგან ის მისი ოჯახის წევრების შესახებ გამოძიებას აწარმოებს.
ვიდეო ჩანაწერის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოებაში არ იყო დარწმუნებული და სწორედ ამაზე დარდობდა. ბოლსონაროს თქმით, მისი ოჯახის წინააღმდეგ არასდროს ყოფილა რაიმე ტიპის გამოძიება და ეს ვიდეო ჩანაწერი უნდა გადანდგურდეს.
რიო ბოლსონაროს მშობლიური ქალაქია და მისი ვაჟები, სწორედ ამ ქალაქში ეწევიან თავიანთ პოლიტიკურ მოღვაწეობას. ორივე ვაჟის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება, რამდენიმე სხვადასხვა მუხლით.
Facebook Forum