აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვა აჩვენებს, რომ სავარაუდო ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც არ გადაუწყვიტავთ ვის მისცენ ხმას საპარლამენტო არჩევნებში ან არცერთ პარტიას არ უჭერენ მხარს, აჭარბებს საქართველოს ორი მთავარი პოლიტიკური ძალის - ამჟამინდელი და ყოფილი სახელისუფლებო პარტიების ჯამურ მხარდაჭერას.
გამოკითხულთა 64% აცხადებს, რომ მიიღებდა მონაწილეობას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რაც აგვისტოს კვლევასთან შედარებით, 15 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.
გამოკითხულთა 69%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი ნატოში ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე, 21%-ისთვის ეს მიზანი მიუღებელია; 10% კი ამ საკითხის მიმართ გადაუწყვეტელია.
NDI-ის კვლევის მიხედვით, ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეების რაოდენობა 4%-ით შემცირდა, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 11%-ით გაიზარდა. ნატოში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა 2015 წლის აპრილის შემდეგ 4 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.
პოპულარული
1