ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ოპოზიციონერის ნავალნის ფონდი რუსეთში უცხო ქვეყნის აგენტად გამოაცხადეს


რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის არასამთავრობო ორგანიზაცია "ანტი-კორუფციული ფონდი" "უცხო ქვეყნის აგენტად" გამოცხადა. რუსეთში "უცხო ქვეყნის აგენტის" შესახებ კანონი ძალაში 2012 წელს შევიდა. კანონს დასავლელი დამკვირვებლები კრიტიკით შეხვდნენ, რადგან ის რუსეთის ხელოსუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციის და პოლიტიკური შევიწროევის საშუალებას აძლევდა.

ნავალნიმ სამინისტროს განცხადება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მის ფონდს თავს ესხმის, რადგან ორგანიზაცია კორუფციული საქმიანობის გამოძიებასა და გასაჯაროებაზე მუშაობს.

„ჩვენ მოვითხოვთ რომ იუსტიციის სამინისტრომ ყველასთვის, საჯაროდ, განმარტოს და წარმოადგინოს სამხილი, რომ "ანტი-კორუფციული ფონდი" იღებს ერთ თეთრ უცხოურ ფულს მაინც“, - განაცხადა ნავალნიმ. „იუსტიციის სამინისტროს ქმედებები სრულიად არაკანონიერია, და რა თქმა უნდა, პუტინის ბრძანებით მოქმედებენ... პუტინს ძალიან აშინებს "ანტი-კორუფციული ფონდი". რადგან პუტინი ეყრდნობა ქურდების, ქრთამის ამღებების და კორუმპირებული ოფიციალური პირების ძალაუფლებას. ჩვენ კი კორფუციას ვამხელთ. და არ გავრჩერდებით, რაც არ უნდა იყოს“, - თქვა მან.

ნავალნის ანტი-კორუფციული ფონდი 2011 წლიდან ფუნქციონირებს. ფონდის გამოძიება კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებით ხშირად ექცევა საჯარო ყურადღების ცენტრში. ერთ-ერთმა გამოძიებამ დმიტრი მედვედების ქონების გარშემო 2017 წლის მარტში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

ფონდის „უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოცხადების შედეგად ორგანიზაციას მოუწევს სამთავრობო რეესტრში დარეგისტრირება და რეგულარული ანგრიშების წარდგენა საქმიანობის, მიზნების, დაფინანსების და ხარჯების გარშემო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG