ნატო-რუსეთის საბჭომ დღეს 2014 წლის შემდეგ მუშაობა პირველად განაახლა. ამერიკასა და რუსეთს შორის უკანასკნელ პერიოდში დაძაბული ურთიერთობები დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთ პრიორიტეტული თემაა.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ დიალოგის განახლება განსაკუთრებით მნიშნვენელოვანია ახლა, როცა ვაშინგტონი მოსკოვს ბალტიის ზღვაში ამერიკის სამხედრო გემთან რამდენიმე მეტრის მანძილზე საშიშ გადაფრენებში სდებს ბრალს.
შეხვედრას ნატოს წევრი ქვეყნების 28-ვე ელჩი ესწრება. ისინი რუსეთის დელეგაციის წევრებს ხვდებიან.
პოპულარული
1