ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩიკაგო ნატო სამიტისა და პროტესტების მოლოდინშია


შეერთებული შტატების ქალაქი ნატოს სამიტისთვის ემზადება. თუკი ნატოს ლიდერები ალიანსის დღის წესრიგს ამუშავებენ, საპროტესტო მოძრაობის ხელმძღვანელები მომხრეების მობილიზაციას ცდილობენ. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი კეინ ფარაბო იუწყება, ორგანიზატორები მშვიდობიან პროტესტს გეგმავენ.

ჩიკაგოელი ჯეიკობ ქაია ნატოს სამიტის მოლოდინშია, თუმცა ამის მიზეზი ქალაქის ეკონომიკურ მოგება არ არის. მას თავისი უკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვა უნდა.

„ვფიქრობ, მსოფლიოში უამრავი ხალხია გაბრაზებული და მრავალი საერთაშორისო ქსელია შექმნილი,“ - ამბობს ქაია.

დემონსტრანციის მოწყობა ნატოს სამიტის პარალელურად იგეგმება. ქაიას და გაიბ გესტერს სურთ, რომ მათი სათქმელი მკაფიოდ იყოს გამოხატული, რაც ხშირად პრობლემას წარმოადგენს.

„ხალხი ცდილობს თავის ხმა მიაწვდინოს ყველას, მაგრამ სათქმელი უნდა იყოს მკაფიოდ გამოხატული,“ - ამბობს გესტერი.

ქაია და გესტერი აპირებენ, რომ სამიტის გახსნის დღეს ათასობით დემონსტრანტს შეუერთდნენ და მარშით გააპროტესტონ როგორც ეკონომიკური უთანასწორობა, ასევე ნატოს სამხედრო მისია ავღანეთში.

ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ დემონსტრაცია ხალხმრავალი იქნება. მათი თქმით, ამერიკელები სხვდასხვა შტატებიდან ავტობუსებით აპირებენ ჩიკაგოში ჩასვლას. შუაგული ამერიკის გარდა აქ დემონსტრანტები კალიფორნიიდანაც იქნებიან.

რუზველტის უნივერსიტეტის პროფესორი ერიკ გელმანი ამბობს, რომ საყოველთაო აღტაცებასთან ერთად არსებობს შიშის ფაქტორი.

„ჩემს ბევრ სტუდენტს ეშინია, რომ მათ დააპატიმრებენ და დიდ ჯარიმას დააკისრებენ,“ - აცხადებს გელმანი.

მისი თქმით, ეს შიში ჩიკაგოში „დაიკავე უოლ სტრიტის“ აქტივისტების დარბევამ გააჩინა. ჩიკაგოს პოლიციამ რიგ ადგილებში კომენდანტის საათიც კი შემოიღო და მოსახლეობას კარვების დადგმა აუკრძალა. თუმცა, ქალაქის ადმინსიტრაციამ 20 მაისს საპროტესტო აქციის ნებართვა გასცა. ჯეიკობ ქაია და მისი თანამოაზრეები არც კანონის დარღვევას აპირებენ და არც ძალადობას. ერთერთი ორგანიზატორი ნენსი როზენსტოკი აცხადებს, რომ დემონსტრაცია მშვიდობიანი და კანონიერი იქნება, სადაც ადამიანები ოჯახებთან ერთად მივლენ. ამ დღეს ჩიკაგოში პოლიციის და სხვა ფედერალური სამსახურების საგანგებო მობილიზაცია იქნება.

XS
SM
MD
LG