ახალი ეტაპი ნატო საქართველოს ურთიერთობაში - ამ სიტყვებით აფასებს ნატოს სამხედრო კომიტეტის პირველ სხდომას საქართველოში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. ამჟამად სხდომა უკვე დახურულია. 28+1 ფორმატში ნატოს სამხედრო კომიტეტმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა თავდაცვისა და სამხედრო სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. იმსჯელეს ასევე იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, სადაც თანამშრომლობა და ნატო-საქართველოს გადაკვეთის წერტილები კიდევ უფრო ინტენსიურ და სიღრმისეულ ხასიათს მიიღებს.
ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ISAF -ის მისიის ფარგლებში საქართველოდან 11 ათასი სამხედრო მოსამსახურე იღებდა მონაწილეობას. გენერალი კნუტ ბარტელსი:
„ის ფაქტი, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთში მსახურობენ და ნატოს მოკავშირეებთან ერთად ასრულებენ მისიას სხვა ქვეყნების მხარდამხარ გვიჩვენებს, რომ ისინი სრულად ინტეგრირებულები არიან ISAF - ის ძალებთან. 11 000 სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც გაიარა გადასროლის წინა მომზადება და მსახურობდნენ ავღანეთში, უკვე ნიშნავს, რომ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ნატოსთან თავსებადობის დონე საკმაოდ მაღალია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია წარმატებით მიმდინარეობს. ასევე, მინდა ყურადღება გავამახვილო პოლიტიკურ დინამიკაზე გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. ამ ორ მიმართულებას, რომელიც მნიშვნელოვნად ვითარდება, ალიანსი მაღალ შეფასებას აძლევს. საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული რეფორმები და პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხები, რაც ბიუჯეტირების გამჭვირვალობას, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ანგარიშვალდებულებას გულისხმობს, ნატოს წარმომადგენლების მხრიდან მაღალ შეფასებას იმსახურებს. ჩვენ ვაპირებთ შევამციროთ ჯარების რაოდენობა ავღანეთში 2014 წლის ბოლოს და ადგილზე დარჩეს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა, რომელსაც არ ექნება საბრძოლო მისია. ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა და ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველო მისიის მონაწილე გახდება 2015 წლიდან“.
კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გენერალ კნუტ ბარტლსტან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა:
„ძალიან მადლიერი ვართ ნატოსი, რომ ხელს გვიწყობს ამ რეფორმების განხორციელებაში. განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი, გარდა სამხედრო წვრთნების და ტრანსფორმირებისა, იყო დახმარება, რომელიც გაგვიწიეს ჩვენს ინიციატივებზე, უფრო გამჭვირვალე გამხდარიყო თავდაცვის ბიუჯეტი, უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება გვქონოდა საზოგადოების და პარლამენტის წინაშე. სწორედ ეს ის რეფორმებია, რომელსაც ახლა ნატო გვირჩევს, რომ გავუზიაროთ სხვა ქვეყნებს, სადაც არის დეფიციტი ამგვარი გამოცდილების. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს. თქვენ იცით, რომ უკვე რამდენიმე თვეა მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება 2015 წელს ნატოს რეაგირების ძალების ნაწილი. უკვე სპონსორი სახელმწიფოც შეირჩა საქართველოსთან ერთად, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენ გავაგრძელებთ სწორედ მუდმივ მზადყოფნას ნატოელ სამხედროებთან ერთად, რომ კრიზისების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება და პრევენცია მოვახდინოთ. ეს უკვე ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ახალ საფეხურზე ავიდა ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა, ნდობა. სწორედ ეს არის ჩვენი ურთიერთობების მომავალი.“
თენგიზ ფხალაძე გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ამერიკის ხმასთან საუბრისას აცხადებს, რომ ნატოს წარმომადგენლები ამგვარ სხდომებს ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებში არ მართავენ. მისი აზრით, ეს ცხადყოფს ნატოს დაინტერესებას ჩვენი ქვეყნით, რასაც, თავის მხრივ უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, უსაფრთოების განმტკიცების თვალსაზრისით.
„გარდა დეკლარირებისა, რომ ნატო დაინტერესებულია საქართველოთი, ჩვენ ვხედავთ რეალურ ქმედებებს. ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი არაა ჩვეულებრივი მოვლენა, რადგან როგორც წესი, ასეთი ვიზიტები და სხდომები არაწევრ სახელმწიფოში არ ტარდება. ამიტომ ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ გაცნობითი ვიზიტი. საქართველოში ჩატარდა უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა, რომელზედაც მათ შორის, უსაფრთხოების საკითხები იქნა განხილული, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ალიანსი განიხილავს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს. საქართველო ერთგულია იმ ღირებულებებისა, რა ღირებულებებზეც დგას ალიანსი. საქართველო დღითიდღე უფრო სერიოზული კონტრიბუტორი და წვლილის შემტანი ხდება საერთაშორისო უსაფრთხოებაში. ესაა იგივე ISAF -ის მისია. მათ შორის ისიც, რომ ორი ბატალიონი დარჩება, მას შემდეგ, რაც ძირითადი ძალები ალიანსის გამოვა. ესაა ის, რომ საქართველოს ტერიტორია ვიმედოვნებ, გამოყენებულ იქნება სატრანზიტო ტერიტორიად და კიდევ ის, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები 2015 წლიდან ჩაერთვებიან სწრაფი რეაგირების ძალებში. ასე რომ თანამშრომლობა დღითი დღე უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს. ნატოში ინტეგრაციის გზა, ესაა წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობის გზა, თავდაცვის, შეიარაღების და მთლიანად უსაფრთხოების სექტორის მოდერნიზაციის გზა, დემოკრატიზაციის გზა და საბოლოო ჯამში, საქართველოს მიზანი, გახდეს ნატოს წევრი, უფრო ხელშესახები ხდება,“- ამბობს თენგიზ ფხალაძე.
2015 წელს საქართველო გახდება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი და ამ სფეროში მას სპონსორობას აშშ გაუწევს.