ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი სამხედრო ალიანსია და მათი მთავარი მოწინააღმდეგე თალიბანია. ისინი თავს მოიხსენიებენ, როგორ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას. ალიანსი ავღანეთში 2016 წელს აჰმად შაჰ მასუდის ერთადერთმა ვაჟმა დააფუძნა. მასუდი 32 წლისაა და მას განათლება ლონდონში აქვს მიღებული. ავღანეთის ეროვნული წინააღმეგობის ფრონტი ყველაზე აქტიური 2021 წლის აგვისტოს მიწურულს გახდა, როდესაც მას ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი ამრულ საჰელილი შეუერთდა, რომელიც თავს ავღანეთის პრეზიდენტად აცხადებს. საჰელი პანჯიშირის ხეობაში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ქაბული დაეცა და ქვეყნის პრეზიდენი ავღანეთიდან გაიქცა.