ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება


2 კილომეტრის სიგანის ასტეროიდი დედამიწას ოთხშაბათს ჩაუვლის ახლოს. ნასაში აცხადებენ, რომ ის ჩვენი პლანეტისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ასტეროიდის სახელია 1998 OR2. მას სახელი იმ წლის პატივსაცემად დაარქვეს, როდესაც აღმოაჩინეს. ის მშვიდობიანად ჩაუვლის დედამიწას 6,3 მილიონი კილომეტრის დისტანციაზე. მეცნიერები ნასაში აცხადებენ, რომ ეს დისტანცია, მაინც საკმაოდ ახლო დისტანციად ითვლება და ნამდვილად ღირს ყურებად.

კოსმოსური სააგენტო ნებისმიერ ობიექტს, რომელიც დედამიწას 48 მილიონი კილომეტრის რადიუსში მიუახლოვდება, ან ჩაუვლის, “დედამიწასთან ახლო” რადიუსში მოძრავ ობიექტად აღიქვამს.

ინტერვიუში, რომელიც ნასას საიტზე გამოქვეყნდა, ნასას დედამიწასთან ახლოს მდებარე ობიექტების შესწავლის დეპარტამენტის მენეჯერი, პოლ კოდასი ამბობს, რომ მისი აზრით, ორგანიზაციამ უკვე აღრიცხა დედამიწასთან ახლოს მდებარე კილომეტრზე დიდი ობიექტების 90%-ზე მეტი. მათი ნაწილი, შესაძლოა საფრთხე უქმნიდეს დედამიწას მათი ზომისა და პლანეტასთან ახლო რადიუსში ყოფნის გამო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG