ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაგასაკი მსოფლიოში მეორე ატომური დაბომბვის თარიღს აღნიშნავს


იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში, შეერთებული შტატების მიერ ქალაქის ატომური დაბომბვის 71-ე წლისთავის აღსანიშნავად, რამაც საბოლოოდ მეორე მსოფლიო ომი დაასრულა, ზარები დარეკეს.

ქალაქის მშვიდობის პარკში ათასობით ადამიანი მდუმარედ იდგა, როცა ზარებმა 11:02 -ზე დარეკეს, ზუსტად იმ დროს, როცა ამერიკული ბომბდამშენიდან ჩამოგდებული ატომური ბომბი ქალაქის თავზე აფეთქდა. 70 ათასზე მეტი ადამიანი უეცრად დაიღუპა, ათასობით კი, სხივური დაავადების გამო, თვეების და წლების განმავლობაში ნელა კვდებოდა.

ნაგასაკის მერმა, ტომიჰისა ტაუემ მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, ბირთვული იარაღის მოსასპობად ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ.

XS
SM
MD
LG