ვაშინგტონში დაფუძნებულ ვუდრო ვილსონის ცენტრში ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით „მრგვალი მაგიდა სამხრეთის გაზის დერეფანზე.“ შეხვედრის მთავარი თემა აზერბაიჯანული ენერგო კონსორციუმის შაჰ დენიზ 2-ის მიერ 28 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება იყო, რომლის თანახმადაც პროექტი ნაბუქოს აღარ განხორციელდება და მას ტრანს-ადრიატიკული მილსადენი, იგივე ტაპი, ჩაენაცვლება.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ამოს ჰოჩსტეინმა, კომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმის“ საერთაშორისო ურთიერთობების უფროსმა დირექტორმა გრეგ სონდერსმა, ვაშინგტონში იტალიის საელჩოს ეკონომიკური და სამეცნიერო დეპატრამენტის ხელმძღვანელმა ლორენზო გალანტიმ და კონგრესის კვლევითი სამსახურის სპეციალისტმა მაიკლ რატნერმა.
შეხვედრაზე გამოიკვეთა მოსაზრება, რომ ევროპის ევროპის ენერგო უსაფრთხოებაში ახალი მოთამაშე - აზერბაიჯანი - გამოჩნდა, რაც არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ ევროპას ენერგო რესურსების დივერსიფიკაციის უკეთეს შესაძლებლობას მისცემს.
ამოს ჰოჩსტეინმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში ბუნებრივი აირის არატრადიციული მეთოდებით მოპოვებამ და ამერიკულ ბაზარზე ჭარბი რაოდენობის გაზის გამოჩენამ მსოფლიოს მასშტაბით ენერგო უსაფრთხოების სურათი შეცვალა. თუ აქამდე შეერთებული შტატები გაზის იმპორტიორი ქვეყანა იყო, მომავალში ის, სავარაუდოდ, ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი გახდება. ეს კი ევროპის ენერგო უსაფრთხოებაზე დადებითად იმოქმედებს. ამერიკაში ბუნებრივი აირის მოპოვების გაზრდასათან ერთად გაიზრდება ევროპის ენერგო მოთხოვნილებაც.
„ბრიტიშ პერტოლიუმის“ გათვლებით, 2030 წლისთვის ევროპას ენერგო რესურსების მოთხოვნილების 2/3-ის იმპორტი დასჭირდება. ამ სცენარის განვითარების დიდი ალბათობა ტაპის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. ევროპა ამ მილსადენის ამუშავებით გრძელვადიან გარანტიებს იღებს იმისთვის, რომ მოთხოვნილების გაზრდის დროს ბუნებრივი აირის სტაბილური მარაგი ექნება.
გარდა იმისა, რომ ტაპი რუსეთისგან ევროპის ენერგო უსაფრთხოების ერთ-ერთი ბერკეტი იქნება, მილსადენი საქართველოსთვისაც უკიდურესად მნიშვნელოვანი პროექტია. დაახლოებით 45 მილიარდიანი ინვესტიციიდან, რომელიც ტაპის დასასრულებლადაა საჭირო, 2 მილიარდი დოლარი საქართველოში ჩაიდება. ეს ქვეყანაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა.
„ამერიკის ხმა“ 10 სექტემბერს დაწვრილებით გაგაცნობთ შეხვედრაზე განხილულ თემებს და ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ამოს ჰოჩსტეინის კომენტარებს, რომელიც მან ჩვენთან საუბრისას გააკეთა.