ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ოპოზიცია უკმაყოფილოა


სირიელი ამბოხებულები დასავლეთისგან მხარდაჭერის დაკარგვის, ან ყოვლად მიუღებელი ზავის შეთავაზების შემთხვევაში, ბრძოლას იატაკქვეშეთში გააგრძელებენ. ეს პასუხი დღეს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე სირიაში “ცეცხლის ნაწილობრივად შეწყვეტის” შესახებ მიღებულ შეთანხმებას მოჰყვა. ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ოპოზიცია დიდი სკეპტიციზმით შეხვდა სირიის მხარდაჭერის საერთაშორისო ჯგუფის გადაწყვეტილებას, რომელიც 17 სახელმწიფოს საგარეო უწყებათა წარმომადგენლებმა მიიღეს.

ჯენ იგლენდმა, რომელიც გაეროს ეგიდით გამართულ შეხვედრებს თავმჯდომარეობდა, განაცხადა, რომ მიუნხენის შეთანხმება “შესაძლოა ის გარღვევა იყოს, რომელსაც ჩვენ ყველა ველოდით”. თუმცა, შეთანხმებაში რუსეთი გარკვევით არ დებს პირობას, რომ დაბომბვებს დაუყოვნებლივ შეწყვეტს. ეს კი სირიის ოპოზიციის მთავარი, პრინციპული მოთხოვნა იყო.

ამბოხებულები 5 წელია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის გადაგდებისთვის იბრძვიან და მის შეწყვეტას არ აპირებენ. ოპოზიციაში მყოფი სირიელი პოლიტიკოსები და ამბოხებულთა მეთაურები იმუქრებიან, რომ ასადის, რუსეთის და ირანის ძალებთან დაპირისპირებას ეროვნულ-გამათავისუფლებელ ფრონტად გადააქცევენ და მათ წინააღმდეგ დაუნდობელ ბრძოლას გამოაცხადებენ.

XS
SM
MD
LG